სასწავლო პროექტის გეგმა
1 .პროექტის
სახელწოდება:
,,რა განძი
გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი“
2. პროექტის
მთავარი იდეა (თემა ) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიულ, გეოგრაფიულ, ბუნებრივ
ძეგლებს: ბაგრატი, გელათი, გეგუთი, სათაფლია.
3. პროექტის
აქტუალურობა:
ამაღლდება მოსწავლეთა
ცოდნის დონე, გაიზრდება მათი ეროვნული თვითშეგნება.
4. პროექტის
მიზნები:
- მოსწავლეების საკომუნიკაციო უნარების კერძოდ: კითხვის, წერის, მოსმენის, საუბრის განვითარება.
- თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება.
- მოსწავლეთა ინფორმაციიის მოძიების, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
5. მონაწილეთა
ასაკი: 6-10 წ.
6. ვადები/ხანგრძლივობა:
2015წ- 2018 წელი
7. მოსალოდნელი
შედეგები პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:
დამზადდება
პრეზენტაციები?, საინფორმაციო ბუკლეტი, მოეწყობა ექსკურსიები,
მოსწავლეები დაათვალიერებენ აღნიშნულ ისტორიულ ძეგლებს, შეიქმნება ფოტოალბომი.
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
1.
ბუკი,
2.
ფოტოაპარატი
3.
ფორმატი, ფერადი ფურცლები. კალამი
4.
ინტერნეტი
9. პროექტის
მსვლელობა( ძირითადი აქტივობები)
2014/15 სასწავლო
წელი
აქტივობა1.
მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.
აქტივობა2.
მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაცია ბაგრატის ტაძრის
შესახებ, მასწავლებლის დახმარებით დაამზადებენ პრეზენტაციას და მოაწყობენ ექსკურსიას
ბაგრატის ტაძრის სანახავად.
2015/16 სასწავლო
წელი
აქტივობა 3
მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას გელათის ტაძრის
შესახებ, მასწავლებლის დახმარებით დაამზადებენ პრეზენტაციას და მოაწყობენ ექსკურსიას
გელათის ტაძრის სანახავად.
2016/17 საწავლო
წელი
აქტივობა 4
მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაცია გეგუთის ციხის შესახებ,
დაამზადებენ პრეზენტაციას და მოაწყობენ ექსკურსიას.
2017/18 სასწავლო
წელი
აქტივობა 5
მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაცია სათაფლიის მღვიმის
შესახებ, დაამზადებენ პრეზენტაციას და მოაწყობენ ექსკურსიას.
აქტივობა 6
პროექტის ანგარიშის პრეზენტაცია
10.საგნებთან,/საგნობრივ
ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ბუნებისმცოდნეობა, ხელოვნება, ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციოტექნოლოგიებში
( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
11.პროექტის
ხელმძღვანელი : პედაგოგი ლალი ქობულაძე
12.ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა
lali,kobuladze@gmail.com
13.პროექტის
ვებ-გვერდი: kobuladze.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий